ნობელის პრემია

ნობელის პრემიას გენდერული და ეთნიკური კვოტები არ დაუწესდება

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი გორან ჰანსონი
Markus Marcetic/KVA

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელის, გორან ჰანსონის თქმით, ნობელის პრემიის მინიჭებისას აკადემია გენდერული და ეთნიკური კვოტების სისტემის არ შემოიღებს. ჰანსონის ამბობს, რომ აკადემიას სურს, პრემია "ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენის" ავტორებს მიენიჭოს.

"სამწუხაროა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ასე ცოტა ქალია და ეს ასახავს,  თანამედროვე და განსაკუთრებით წარსულ საზოგადოებაშიც არსებულ უთანასწორო პირობებს და ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გენდერული და ეთნიკური კვოტები არ გვექნება. [..] ჯილდოს გადავცემთ მათ, ვისაც ყველაზე ღირსეულად ჩავთვლით, ვისი შრომაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო." – თქვა ჰანსონმა.

აკადემიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აკადემია ყოველწლიურად უფრო მეტ ქალს იწვევს კანდიდატების ნომინაციის პროცესში ჩასართავად და მომავალშიც უზრუნველყოფს, რომ კომიტეტებში ქალი მეცნიერები იყვნენ.

"გაითვალისწინეთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მეცნიერების დარგებში პროფესორთა მხოლოდ 10%-ია ქალი, ეს რიცხვი კიდევ უფრო დაბალია აღმოსავლეთ აზიაში. მეცნიერებაში ქალების მიმართ სხვა მიდგომა გვჭირდება, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებობა, გააკეთონ ეს აღმოჩენები, რომლებისთვისაც მეცნიერებს ვაჯილდოვებთ." – აღნიშნა ჰანსენმა.

1901 წელს ნობელის პრემიის დაწესების შემდეგ პრემია მთლიანობაში 59 ქალმა მიიღო. 2021 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი მხოლოდ ერთი ქალი, ჟურნალისტი მარია რესა გახდა. მან ნობელი მიიღო მშვიდობის დარგშიმიიღო.

პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო პოლონელი მეცნიერი მარია კიურია.კიური იყო პირველი ადამიანი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. დღემდე მარია კიური ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ნობელის პრემიერ მეცნიერების ორ სხვადასხვა დარგში, ფიზიკასა და ქიმიაში მიიღო.

კომენტარები