კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი, გაუარესებულია ყველა ინდიკატორი

დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით გამოჩნდა მატება შემთხვევების და ამ 1 კვირის მანძილზე სტაბილურად იყო 600-700-800 მეტით შემთხევები, დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომი გააკეთა, დაახლოებით 2 000-ზე მეტი არის წინა სამშაბათთან შედარებით. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, მათ შორის, ინციდენტობა 100 000 კაცზე, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს აცდა, ასევე საყურადღებოა, რომ რეპროდუქციის ინდექსიც გაიზარდა. სიკვდილიანობა ქვემოთ მოდის. 

თქვა დაავადებათა ეროვნილი ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ

დღეს, 12 ოქტომბრის მონაცემებით, Covid -19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 723 ტესტი და დადასტურდა 4 774 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი. დღიური დადებითობა 10.01%-ია 

კომენტარები