ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: AstraZeneca-თი აცრილებს ბუსტერ დოზის ჩატარება Pfizer-ით შეეძლებათ

ცვლილებები, რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, არის ბუსტერ დოზის დაშვება 6 თვის შემდეგ 50 წელს ზემოთ პირებში, ასევე, იმ პირებში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ორგანოგადანერგილი პირები და სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებები. პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ აცრა ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზით, არის ეს AstraZeneca, Sinopharm, Sinovac თუ Pfizer, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ბუსტერ დოზით აცრა. ბუსტერ დოზა ტარდება როგორც Pfizer-ით, ასევე Sinopharm-ით, Sinovac-ით, თუ პირი აცრილი იყო ამ ვაქცინებით, თუმცა ბუსტერ დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით. ამ ვაქცინით აცრილ პირებს შეუძლიათ ბუსტერ დოზა ჩაიტარონ Pfizer-ით.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები