არჩევნები 2021

შსს: ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანზე ძალადობისთვის 1 პირი დავაკავეთ

Tabula

სამართალდამცველებმა ლანჩხუთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მის ცოლზე ძალადობისთვის ერთი პირი, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - აცხადებს შსს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები