მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია ჩარკვიანს: უამრავი საორგანიზაციო საკითხით ვარ დაკავებული

უამრავი საორგზანიზაციო საკითხით ვარ დაკავებული, არამხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი ვარ და მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ყველა ის აქცია, რომელიც ტარდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე, ეს ასეც უნდა იყოს, ამის მიღმა თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან.

ენმ-ის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია თაკო ჩარკვიანს პასუხობს.

ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა და მიმართა ნიკა მელიას, რომ ის აქციაზე უნდა ყოფილიყო და გამოცდა ვერ ჩააბარა.

კომენტარები