არჩევნები 2021

როგორ ყალბდება არჩევნები, ანუ როგორ გამოიყურება ლევიათანი – ზურაბ ჯაფარიძის ვიდეო

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ის საუბრობს საკუთარ შეხედულებაზე, თუ როგორ აყალბებს არჩევნებს ქართული ოცნება და რა სისტემა დგას ამ პროცესის მიღმა. 

ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს მიხედვით, პირამიდის მწვერვალი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. მისი მეშვეობით ივანიშვილს დანარჩენ ორგანოებზე შეუძლია გავლენის მოპოვება, მათრახისა და კვერის პოლიტიკით, როგორც ამას ჯაფარიძე ამბობს. 

ჯაფარიძე ვიდეოში სუს-ისთვის სამუშაო რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, რომლებზეც ლილუაშვილს გავლენის ქონა შეუძლია. ესენია: პარტიულ სტრუქტურას, ბიზნესსა და სახელმწიფო კომპანიებს, საჯარო სტრუქტურებს, კრიმინალურ სამყაროსა და საპატრიარქოს. 

შემდეგ, ჯაფარიძე თითოეული მიმართულებებისთვის გამოყოფს პასუხისმგებელ პირებს, სამიზნე ჯგუფებს, შემსრულებლებს, ადამიანურ რესურსს, სამიზნე ობიექტების სარგებელს, სამიზნე ობიექტების დაშინებას. 

ჯაფარიძე საკუთარ ვიდეოში განიხილავს ყოველი კომპონენტის შესაბამისობას და ხსნის საკუთარ თეორიას, თუ როგორ ყალბდება არჩევნები საქართველოში. 

 

 

კომენტარები