პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთი: ბელარუსის ძალებმა ჩვენს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ, ფუჭი ვაზნებით

პოლონელი მესაზღვრეები

AP News-ის ინფორმაციით, პოლონური მხარე ამბობს, რომ მათ სამხედროებს ბელარუსის ძალებმა საზღვარზე ცეცხლი გაუხსნენს, სავარაუდოდ ფუჭი ვაზნებით. ფუჭ ვაზნები მხოლოდ გასროლის ხმას გამოსცემს და არ აქვს ტყვია. 

შემთხვევას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი და თქვა, რომ "თელი სახელმწიფოს ძალები" მესაზღვრეების გვერდზე არიან და სამხედროები საზღვარს იცავენ. 

"მე ყოველთვის მტკიცედ ვიდგები ჩვენი ჯარისკაცებისა და მესაზღვრეების გვერდზე. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ორგანოებს პროფესიული და პასუხისმგებლიანი მიდგომისთვის", – დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა. 

პარასკევს პოლონეთის სასაზღვრო გვარდიის სპიკერმა თქვა, რომ ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს ბელარუსის ძალებმა პოლონელი სამხედროებისა და ევროკავშირის ტერიტორიის მიმართ ცეცხლი გახსნეს.

სპიკერის თქმით არავინ დაშავებულა და სავარაუდოდ გასროლილი ვაზნები ფუჭი იყო. ასევე, მან განაცხადა, რომ მესაზღვრეებზე წნეხი იზრდება და ხშირად საზღვრის ბელარუსის მხრიდან პოლონელი სამხედროების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. 

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გვარდიის კომიტეტის სპიკერმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუს სამხედროებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. ბელარუსის საზღვრის კომიტეტმა პოლონეთს ბრალდების დადასტურება მოსთხოვა. 

ბოლო პერიოდში ევროკავშირის რამდენიმე წევრი, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

კომენტარები