კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: უკვე შეინიშნება COVID-19-ითა და სეზონური გრიპით ორმაგი ინფიცირება

მსოფლიო უკვე საუბრობს არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც ერთი არის COVID-19, მეორე სეზონური გრიპი. ამის მოლოდინი შარშანაც იყო თუმცა კოვიდმა მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი, თუმცა ამ ეტაპზე კოვიდი დასუსტებულია და სხვა ვირუსებიც სახეზეა და მათი ერთმანეთზე თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება. ქვეყანა ამისთვისაც მზადაა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ამ პროცესში

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები