მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადამ შიფი: საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ასევე ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა.

მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება.

თქვა კონგრესში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა, ამერიკის ხმასთან ლაპარაკისას.

4 ოქტომბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.

კომენტარები