ნობელის პრემია

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აბდულრაზაკ გურნას გადაეცა

Financial Times

2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს, აბდულრაზაკ გურნას გადაეცა.

"აბულრაზაკ გურნას გადაეცემა ნობელის პრემია კოლონილიზმსა და დევნილებზე შექმნილი უკომპრომისო და თანაგრძნობით აღსავსე ნაწარმოებებისთვის". – წერია პრემიის აღწერილობაში.

გურნა ზანზიბარში დაიბადა და გაიზარდა. 1968 წელს ჩააბარა კენტერბერის კოლეჯში, მოგვიანებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი. 1982 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. დაწერილი აქვს ათი რომანი, მათ შორის ყველაზე ცნობილია 1994 წელს გამოცემული Paradise, რომლისთვისაც მწერალმა ბუკერისა და უიტბრედის პრემიების ნომინაცია მიიღო.

კომენტარები