ვაქცინაცია

გაბუნია: 12-დან 15 წლამდე ბავშვები აცრას მხოლოდ ქრონიკული დაავადების შემთხვევაში შეძლებენ

ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვისაც დასაშვები ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიან ბრიფინგზე ისაუბრა.

გაბუნიას თქმით,12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ამ ეტაპზე, დასაშვები იქნება ვაქცინაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე და ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა ვაქცინაცია და აქ მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება". – თქვა გაბუნიან


საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მესამე (ბუსტერ) დოზით აცრა დასაშვები ხდება.

კომენტარები