ლარის კურსი

ლარი დოლარის მიმართ დღესაც გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1484 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.27 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.6326 ლარი შეადგინა.

30 სექტემბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი დოლართან 0.39 თეთრით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ, ზედიზედ რამდენიმე დღეა უფასურდება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 6 ოქტომბრიდან შევა.

2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები