არჩევნები 2021

კალაძე: სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არ არის

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა, ჰქონდათ სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ მეორე ტური გველოდება.

[...] 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის ამჯერადაც, თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ცესკოს მონაცემებით, თბილისში  კალაძემ ხმების 45.06% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კი - 33.95%. ქალაქში მეორე ტური გაიმართება. 

კომენტარები