მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ტაბულას სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მამა-შვილს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავება.

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები