მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია დააფუძნა

თაკო ჩარკვიანი
ტაბულა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად კანონი და სამართალის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია - საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. ჩარკვიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდეს და სასამართლოს მისი გასამართლების უფლება არ უნდა მიეცეს. 

"ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია საერთო სახალხო მოძრაობა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო. 

[...] დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. როდესაც დევნი ადამიანს, შემდეგ ამის ჩამორთმევა უარის თქმად კი არ ითვლება, არამედ ნიშნავს, რომ შენ დევნი. ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. [...] არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი [...] როცა კოალიციური მთავრობა არსებობს, გამართული მართლმსაჯულების ქვეშ ყველა ნიჭიერი ქართველი გამოსაყენებელია - საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი". - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოვა - ამჯერად, ოქტომბრის არჩევნებზე. კითხვაზე, თუ როგორ ბრუნდება საქართველოში, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ "ვიპოვი რაღაც საშუალებას".  

სააკაშვილი ამომრჩეველს საქართველოში დაბრუნებას წლებია პირდება. 

 

კომენტარები