ვაქცინაცია

გაბუნია: სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ

სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ამ გადაწყვეტუილებამდე უფრო სწრაფად მივიდეს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც აუცრელი დარჩა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. 8 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი  (მოზრდილი მოსახლეობის 34.9%), ხოლო, სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 29.3 %)

კომენტარები