არჩევნები 2021

დეკანოიძე ღარიბაშვილზე: აღიარა რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება სააკაშვილის მიმართ

ჩემთვისაც ამაღელვებელი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნახვა ციხეში. მართლა ქვეყნის სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დევნილია და ციხეშია და ეს პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეა. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ღარიბაშვილს, ეს არის პირდაპირი აღიარება. მე მესმის რომ დიდი გონებრივი შესაძლებლობით და ინტელექტით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს არის აღიარება, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება სააკაშვილის მიმართ და სხვათაშორის, სტრასბურგში იქნება ძალიან კარგი მტკიცებულება ამით. 

ამ რეალობაში ვართ ჩვენ რომ საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის ისტორიაში ბევრი კარგი რამის გამკეთებელი. რაც არ უნდა დამოკიდებილება უნდა გქონდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ტრაგედიია პრეზიდენტი ციხეში და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში მისი საქმე არც ერთმა ქვეყანამ არ ცნო. 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.  "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ" - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც TV იმედის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.

კომენტარები