წყალმომარაგების შეზღუდვა

მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს წყალი ხვალ დილამდე არ ექნება

ერიკ თაიერი / REUTERS

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, საბურთალოს რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს 20:30 საათიდან ხვალ დილამდე წყალი არ ექნება. 

ვაკე-საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ბარნოვის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს. ახალ თბილისს და ოლიმპიურ ქალაქს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის და მელიქიშვილის გამზირებს ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, გ. ტაბიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, შანიძის, ლარსის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ლ. ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები