არჩევნები 2021

აშშ-ს საელჩო: ახლა პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად, დროა ჩამოყალიბდეს პარტიათა პოლიტიკური ალიანსები.

"ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები".

აშშ-ს საელჩო პარტიებს მოუწოდებს პოლარიზაციის გამძაფრებისგან თავის შეკავებისკენ, ასევე, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებასა და საარჩევნო საჩივრების მიუკერძოებელი განხილვისკენ. 

"მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ", – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საელჩო ეთანხმება ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა საარჩევნო გარემო დააზიანა დაშინებებმა, ხმების მოსყიდვებმა და მსგავსმა დარღვევებმა. ასევე, ღრმად შეშფოთებული არიან სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარით. 

კომენტარები