არჩევნები 2021

ჯაფარიძე: შეუძლებელია, ეს არჩევნები ჩაითვალოს როგორც თავისუფალი და სამართლიანი

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უბნებზე, ყველა ხმა დასაცავია და განსაკუთრებით, ეს ეხება თბილისს, სადაც ოოპოზიციამ, ჯამში, გაიმარჯვა ქართულ ოცნებაზე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი.

მეც მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მაღალ შედეგს ვაჩვენებდით, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამ არჩევნებზე ეს არ ყოფილა არსებითი და ჩვენ არ ჩაგვიტარებია სუფთად გირჩის კამპანია იმის გამო, რომ ამ არჩევნებს ვუყურებდით როგორც რეფერენდუმს, რომ ქართულ ოცნებას ვერ უნდა აეღო 43% და ჩემი აზრით, ვერ აიღო.

მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და საარჩევნო გარემოში, წინასაარჩევნო გარემო, რაც იყო ქვეყანაში, მე არ მაძლევდა საშუალებას, რომ კამპანია ჩამეტარებინა, რეგიონებში, ფაქტობრივად, შანსი არ მქონდა, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია მქონოდა ფიზიკურად, ერთადერთი, რაც შევძელი, ეს იყო სოციალური ქსელებით კამპანიის ჩატარება და ტელეეთერები. გარდა ამისა, იყო უამრავი დაშინების და შანტაჟის ფაქტი, მოსყიდვები და ფიზიკური ძალადობები, ამიტომ, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები