არჩევნები 2021

ჩაჩანიძე: ჯერ რა შედეგებიც გვაქვს, ჭიათურაში მეორე ტური იქნება

დაძაბული შედეგებია, გარკვეულ ოლქებში უპირატესობა აქვს ქართულ ოცნებას, თუმცა უმეტეს ოლქებში არის თითქმის თანაბარი შედეგები და რამდენიმე უბანში ვიგებთ. ამ ეტაპზე 34 უბნიდან გვაქვს ჩვენ შედეგები. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია მიჭერდა მხარს, მესამე კანდიდატი იყო გახარიას პარტიიდან და ჯერ-ჯერობით, რა შედეგებიც გვაქვს, მეორე ტური იქნება.

მიუხედავად უამრავი დარღვევისა, დღეს ეუთოს მისია იყო ძალიან აქტიური ჭიათურაში და ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა უბნებზე, ძალიან ბევრი საჩივარი დაიწერა და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ თითოეულ საჩივარს გავყვეთ ბოლომდე. 

ამბობს ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელსაც მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს.

კომენტარები