არჩევნები 2021

2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა 51.92% იყო, 2017 წელს - 49.72%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 20:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 815 776 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 51.92% შეადგენს. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 49.72% იყო, 2014 წელს – 43.31%, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 56.11%, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 60.8%.

რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, I ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.74% შეადგინა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები