არჩევნები 2021

ჯაფარიძე: გავიმარჯვეთ დედაქალაქში, მაგრამ არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ გარემოში

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ან ის, რაც ხდებოდა დღეს, დღის განმავლობაში, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ამის ფაქტები არსებობს, მათ შორის, ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დასავლეთიდან რომლებიც არიან ჩამოსულები ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ.

ეხლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდე რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება. მეტიც, მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგშიც, ადამიანები, შეშინებულები იყვნენ და ეშინოდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და შეიძლება ეს შედეგები კიდევ უფრო გადაიხაროს ოპოზიციის სასარგებლოდ. 

თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას. 

ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები