არჩევნები 2021

ჰარცელი: გისურვებთ ეს არჩევნები გახდეს შემდეგი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისთვის

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"საქართველოში დღეს არის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღე. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის დრო, როდესაც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა თავისი სიტყვა თქვას პოლიტიკური ცხოვრების მომავალში, მართვასა და ხელმძღვანელობაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას. აქტიურად ვმუშაობდით, რათა ჩვენი ყველანაირად მხარი დაგვეჭირა საარჩევნო პროცესისთვის. მოხარული ვარ, რომ ODIHR-ი ჩამოსულია სრული მისიით. ასევე მოხარული ვარ რომ არის ევროპარლამენტარების მისია, რომლებსაც დამკვირვებლების როლი აქვთ ამ არჩევნებში." - თქვა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი დღეს ეწვია სხვადასხვა საარჩევნო უბნებს და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ODHIR-ის მისიის ხელმძღვანელს, ცესკოს თავმჯდომარეს,

"ყველას ვინც დღეს ხმის მისაცემად მიდის, მინდა ვუსურვო, რომ გქონდეთ მშვიდი და უსაფრთხო გარემო და გისურვებთ, რომ ეს არჩევნების დღე გახდეს შემდეგი კარგი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის" - თქვა კარლ ჰარცელმა. 

კომენტარები