არჩევნები 2021

ლეიბორისტები: მარნეულში ოცნების წევრმა ჩვენი წევრი დაჭრა

კადრი მთავარი არხის ჩართვიდან

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, მარნეულში დაპირისპირება მოხდა.

"ოცნების წევრმა ლეიბორისტული პარტიის წევრი დაჭრა" - აცხადებენ პარტიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში.

"ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც. პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება". - წერია უწყების განცხადებაში. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები