ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა (27.4%) რაჭა-ლეჩხუმში აღირიცხა, ხოლო ყველაზე დაბალი (15.8%) - თბილისში.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 12:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16.5% იყო, ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმში (27.9%), ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში (13.9%). მაშინ, 12:00-ზე, თბილისში ხმა ამომრჩეველთა 14.8%-ს ჰქონდა მიცემული.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00-სთვის ხმა 16.65%-ს ჰქონდა მიცემული, აქედან ყველაზე მეტს რაჭა-ლეჩხუმში (30.8%), ყველაზე ნაკლებს - თბილისში (12.8%).
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 12:00-სთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში (28.3%) იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - აჭარაში (17.9%). თბილისში ხმა 18.2%-ს ჰქონდა მიცემული.
2012 წელს კი, ყველაზე მაღალი აქტივობა ასევე რაჭა ლეჩხუმში იყო (38.4%), ყველაზე დაბალი (23.3%) - ქვემო ქართლში. თბილისში ხმა ამომრჩეველთა 25.5%-ს ჰქონდა მიცემული.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021