არჩევნები 2021

მდინარაძე: უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ – გაფორმდება ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. ამ შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთისთვის ჩვენი შტაბებიდან შემოდის.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები