მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კულება: სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა, შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენს. 

"სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა, ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. დღეს დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი დაბარებით მოვა. მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს" – თქვა კულებამ.

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.  

კომენტარები