არჩევნები 2021

TI: მარნეულში ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, მესამედ ვეღარ შეძლო

ტაბულა

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო(TI) საარჩევნო დარღვევებზე ცნობებს ავრცელებს. ანგარიშში წერია, რომ მარნეულში ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, მესამედ ვეღარ შეძლო.

"მარნეულის 22-ე საოლქო კიმისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი". - წერს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები