არჩევნები 2021

ჯაფარიძე: საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ მივეცი ხმა, ამის მჯერა

ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, კაი ბიჭურს რომ აწვებიან და დღეს რომ "შისტიორკებად" არიან გადაქცეულები, აი, მაგათ წინააღმდეგ მივეცი ხმა. ასევე იმ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში კანში და ჯიბეებში რომ ვეღარ ეტევიან, რომ 41-ს დაუჭირონ მხარი. კიდევ ვითომ ბიზნესმენების წინააღმდეგ, სინამდვილეში ცეხავიკები რომ არიან, მათ წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგაც მივეცი ხმა, ვითომ საჯარო მოხელეები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ და ახლა კოორდინატორებად რომ არიან გადაქცეულები და რომ არბენინებენ ხალხს აქეთ-იქით. დღეს ვინც ამას აკეთებს, ყველას წინააღმდეგ მივეცი ხმა. 

საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ ხმა, ამის მჯერა. და ისე შემოვხაზე ჩემი პარტია, გირჩი – მეტი თავისუფლება, მერობის არჩევნებზე მხარი დავუჭირე ნიკა მელიას და ვაკეში მაჟორიტარად შემოვხაზე ბათუ ქუთელია დროადან

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ. 

კომენტარები