არჩევნები 2021

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია – 2017 წელს 6.74% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 259 273 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 7.41% შეადგენს. 

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – აქტივობა 11.2%-ია,  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა, 6.1% ქვემო ქართლშია.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.74% იყო, 2014 წელს – 6.84%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო. ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 10.66% იყო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები