არჩევნები 2021

ცესკოს თავმჯდომარე ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ცნობით, 15-მდე ქვეყნის დელეგატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

"გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" - აცხადებს ცესკო.

კომენტარები