არჩევნები 2021

სენატორი ჯონსონი: ხალხს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, დემოკრატია ასეა

ჩვენ მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე. იმაზე, რომ ისინი კანდიდატებს არჩევნებიდან გათიშვისკენ დაშინებით უბიძგებენ.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო გარემოთი. უშუალოდ არჩევნების დღეს, გვსურს ვიხილოთ სიმშვიდე და ამომრჩევლისთვის უსაფრთხო გარემო. არჩევნების შემდეგ კი, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გვსურს ვიხილოთ სრულად გამჭვირვალე გამოძიება.

საბოლოო ჯამში - და ეს ნებისმიერ დემოკრატიაში ასეა - ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. დემოკრატია მხოლოდ ასე მუშაობს. მოხარული ვარ, შევუერთდე სენატორ შაჰინს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერის საჩვენებლად. ჩვენ არ ვირჩევთ რომელიმე ერთ პოლიტიკურ მხარეს, მაგრამ ჩვენ უდავოდ მოვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ - სამართლიან პროცესს

სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი, რესპუბლიკელი  სენატორი რონ ჯონსონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები