კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საქართველოში ვაქცინაციაზე კურიოზული, ანეკდოტური სიტუაციაა შექმნილი

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კურიოზული სიტუაციაა საქართველოში შექმნილი, ანკდოტური სიტუაციაა შექმნილი, აბსურდის თეატრია საქართველოში ვაქცინაციის საკითხზე. 

ვაქცინა არის საკმარისზე მეტი, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, წინაზე სახელდებოდა მიზეზი, რომ ვერ შემოიტანეს საკმარისი ვაქცინა. მერე ამბობდნენ, რომ ქსელი არ არის საკმარისად მოწყობილი - უნიკალური ქსელია, 500-ზე მეტი წერტილია, აცრის უმაღლესი ტექნიკით და კადრებით აღჭურვილი. საზოგადოებრივი სივრცეებია, ავტობუსები დადიან, ვაქცინაცია შეიძლება ყველგან, მეტი გამარტივებული არ შეიძლება. ტყუილია ის, რომ სუსტი იყო საინფორმაციო კამპანია და ამიტომ იკავებენ თავს. არ ვიცი, რა ხდება - ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თბილისში და დიდ ქალაქებში მაინც, ძალიან კარგად იცის, რომ ვაქცინა აუცილებელია და კარგია [...] ეს იციან და ირეკლავენ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ეს არის აბსურდის თეატრი[...] საბოტაჟს უწყობენ თავის ჯანმრთელობას და ქვეყანას.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში ვაქცინაციაზე საუბრისას.

კომენტარები