არჩევნები 2021

ხოშტარია: არ აიღოთ დაზიანებული ბიულეტენი, შემოხაზეთ მკაფიოდ, კონვერტი კარგად დახურეთ

დროა

დროას ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რამდენიმე გარემოებას, რომ "ქართულ ოცნებას გაუჭირდეს არჩევნების გაყალბება". 

  • "გააკონტროლეთ, რომ რეგისტრატორთან ხელი მოაწეროთ ზუსტად თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ
  • გააკონტროლეთ, რომ არ მოგცენ ოდნავ მაინც დაზიანებული ბიულეტენი, თუ ასეთს მოგცემენ, მოთხოვეთ ახალი და დაუზიანებელი
  • გააკონტროლეთ, რომ ბიულეტენს ქონდეს რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ხშირად სპეციალურად აძლევენ ბეჭდის გარეშე, რომ მერე გააბათილონ
  • სამაგიდო სია დაათვალიერეთ და ნახეთ, ხომ არ არის სადმე რამე ნიშანი, ან ჯვარი დასმული, ან წერტილი, ან "პტიჩკა". თუ რამეს შეამჩნევთ მიმართეთ დამკვირვებელს. ამას სპეციალურად ნიშნავენ ხოლმე კარუსელისთვის
  •  სასურველი ნომერი შემოხაზეთ მკაფიოდ და მეტი წარწერები არ დაიტანოთ
  •  კონვერტი კარგად დახურეთ, რომ ჩაგდებისას არ გადმოვარდეს ბიულეტენები". - ამის შესახებ ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები