კეზერაშვილის საქმე

გუმბარიძე: ვფიქრობთ, შემდეგი კეზერაშვილის ქონების დაყადაღებაა, ინტერესი ფორმულას წილია

ზუკა გუმბარიძე
ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე, თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სუფთად პოლიტიკური საკითხია, რომელიც დამოუკიდებელი მედიისთვის ხელის შეშლას უკავშირდება. 

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ  მედიას, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი პრობელმაა, არჩევნებსი შემდეგ გაუსწორდეს. 

"ჩვენ ვიცით რომ მიმდინარეობს ქეისი ნიკა გვარმაის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად ბოლოში არის გაყვანილი. ასევე არის ვატო წერეთელის მამის მიმართ, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ბოლო დღეებში და მანდაც ფაქტობრივად, ფინიშისკენ გავიდა. დარჩენილი იყო ერთადერთი მედია, ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად ძლიერი მედია და შესაბამისად, საჭირო იყო რომ მესამე მედიისთვისაც მოევლო ხელისუფლებას და ეს ნაბიჯი მხოლოდ მაგას უკავშირდება".- ამბობს გუმბარიძე ფორმულასთან კომენტარში. 

გუმბარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი, კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონების დაყადაღება იქნება. 

"ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ტელეკომპანია ფორმულას წილი, რათა საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ ის, რომ ქვეყანაში არ იმაუწყებლოს არცერთმა ხელისფლებისგან დამოიკიდებელმა მედიამ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ორ დღეში გვაქვს არჩევნები და მთავარია, მოსახლეობამ გაიაზროს რომ უკანასკნელ პერიოდში და ბოლო წარსულში ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიდის რუსეთისკენ, რუსეთის ტიპის მმართველობისკენ. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა წავიდეთ 2 ოქტომბერს და შემოვხაზოთ ნებისმეირი პარტია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არ იყოს ერთპიროვნული მმართველობები". -ამბობს გუმბარიძე. 


30 სეტქემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

 

კომენტარები