არჩევნები 2021

ჯაფარიძე: საფუძვლიანი მოლოდინი მაქვს, რომ თბილისში ოპოზიცია ხმების 2/3-ს მოვიპოვებთ

ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ჩვენ გვემუქრება ვითარების დესტაბილიზაცია, გაუარესება, ჩვენი ევროპული ვექტორიდან კიდევ უფრო დაშორება, იმიტომ რომ ამ ძალამ სრულად დაკარგა ავტორიტეტი. ხელს აღარ ართმევს არცერთი პატივსაცემი პოლიტიკოსი მათ. იმიტომ რომ არ შეიძლება შენს პარტნიორებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ატყუებდე, არ ასრულებდე შენს ვალდებულებებს. ჩვენ ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ ყველა ქალაქიდან ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ქართული ოცნება.

თბილისში, მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია მოვიპოვებთ ხმების 2/3-ს ასეთი მოლოდინი მაქვს და საფუძვლიანი. ასევე, ყველა დიდ ქალაქში ველოდებით ქართული ოცნების მწარე მარცხს. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები უკან ამ ერთპარტიული ავტოკრატიაში გადაზრდილი მმართველობიდან უნდა დავუბრუნოთ ხალხს და განხორციელდეს კოალიციური მმართველობის სახით.

ეს სამი ოქტომბრიდან უნდა განვახორციელოთ უკვე და პარალელურად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ვაიძულოთ ქართული ოცნება ჩანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ამაში ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი შედეგი იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ოპოზიციის ქართულ ოცნებაზე. 

ამბობს ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე TV პირველის ეთერში. 

კომენტარები