GOT

GOT-ის მსახიობები - კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მშობლები გახდნენ

Twitter

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავებს, კიტ ჰარინგტონსა და როუზ ლესლის, პირველი შვილი შეეძინათ. 

ამ დროისთვის ახალშობილი ბიჭის სახელი და დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. წყვილმა სამშობიარო 17 თებერვალს დატოვა.

"ლესლი და ჰარინგტონი ძალიან ბედნიერები არიან"! – აცხადებს ჰარინგტონის აგენტი.

მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი GOT-ის გადასაღებ მოედანზე, 2011 წელს გაიცნო. მათი პერსონაჟები - ჯონ სნოუ და იგრიტი სერიალშიც მიჯნურები იყვნენ. 2018 წლის 23 ივნისს წყვილმა შოტლანდიაში იქორწინა.

კომენტარები