არჩევნები 2021

კალიურანდი: პოლიტიკოსებმა არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე უნდა დადონ

წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია. მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია. პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ ქართულ ოცნებას და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ ნაციონალურ მოძრაობას და ისინი ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.

გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ ოდირის დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ.

თქვა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები