კრიმინალი

შსს-მ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ს კანდიდატის შვილი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილი, 1998 წელს დაბადებული ლუკა ბიძინაშვილი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

28 სექტემბერს ენმ-დან გორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ბიძინაშვილმა თქვა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყების მანქანით გაიტაცეს.

კომენტარები