არჩევნები 2021

ენმ-დან გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, მისი შვილი გაიტაცეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი, ლუკა ბიძინაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყების მანქანით გაიტაცეს. 

"სოფელში, უბანში იყო გასული. მეგობარმა მითხრა, რომ პოლიციის მანქანა იყო, გვარი ჰკითხეს და გვარის მიხედვით დააკავეს. პოლიციიდან არავინ დამკავშირებია. ტელეფონზე ვურეკავ და არ იღებს. დაზუსტებით ის ვიცი, რომ პოლიციელი ტყვიავის პოლიციიდან არ იყო. დიდი ალბათობით, პოლიტიკური თემა იქნება, სხვა რა უნდა იყოს". – თქვა ლევან ბიძინაშვილმა.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები