არჩევნები 2021

ვაშაძე: გვეუბნებიან, რომ ქვეყნის ბედს ერთი ან მეორე ბელადი განსაზღვრას – არ დაუჯეროთ

ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, გვეუბნებიან, რომ ქვეყნის ბედს ერთი ან მეორე ბელადი განსაზღვრავს, არ დაუჯეროთ მათ ვინც ნიჰილიზმს ნერგავს თქვენში. ქართული ოცნების მთელი კამპანია აგებულია იმაზე, რომ თუ ცვლილებები იქნება, ეს გამოიწვევს ქაოსს ქვეყანაში. ჩვენ მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი ვართ გარანტი იმის, რომ ცვლილებების შემთხვევაში საქართველოში ცხოვრება იქნება მშვიდი და სტაბილური, ვართ გარანტი იმის, რომ საქართველოში დასრულდება დაპირისპირება და დაიწყება ქვეყნის სწრაფი განვითარება. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ქვეყნის წინსვლა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

თქვა მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები