არჩევნები 2021

კალაძე სააკაშვილზე: ჩამოვა და მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურები დახვდებიან

ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა თბილისში, კახა კალაძემ. 

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები