Edison Research-ის კვლევა

Edison Research: მოსახლეობის 43% ხმას კალაძეს მისცემდა, მელიას – 30%, გახარიას – 12%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 43%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია – 30%-მა, გიორგი გახარია – 12%-მა.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • ანა დოლიძე - 6%;
  • ანა ბიბილაშვილი - 3%;
  • სხვა - 6%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი  სანდოობის დონისთვის.

    კომენტარები