კორონავირუსი საქართველოში

სტუდია მონიტორი: გამყრელიძემ NCDC-ის თანამშრომლებთან ერთად რეგულაციების დარღვევით იქეიფა

სტუდია მონიტროის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 25 სექტემბერს, თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრის მონახულების შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფა.

სტუდია მონიტორს ფოტოები წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები "მარან ველისციხურში" სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

27 სექტემბრის დილის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 დადასტურდა 663 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  2 383 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.99%, ბოლო 14 დღის - 6.48%, ბოლო 7 დღის - 6.01%.

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები