არჩევნები 2021

კუჭავა: რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა

კახა კუჭავა

"არჩევნები [რიგგარეშე] არ დაინიშნება, ამიტომ არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა". - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. 

Ipsos-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე კალაძეს ხმას მოსახლეობის 41% აძლევს, ნიკა მელიას კი - 36%, კუჭავა ამბობს, რომ იფსოსის კვლევა რეალურ ციფრებთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. 

"რაც შეეხება იფსოსის შედეგებს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, დღეს დილით ჩამიგდეს ვიდეო, სადაც გუშინ, ელემენტარულ კითხვებს, თუ არ ვცდები ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის კითხვებს ვერ გასცა პასუხი იფსოსის წარმომადგენელმა, რომელმაც დაბადა კითხვები საერთოდ ამ ჩატარებული კვლევის ციფრების რეალობასთან დაკავშირებით.  

მე დარწმუნებული ვარ კახი კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს". - ამბობს კუჭავა. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები