მთავრობა

ღარიბაშვილი: კორუფციისგან გათავისუფლების მიხედვით, აშშ-სა და იაპონიას გავუთანაბრდით

180 ქვეყანას შორის, საქართველომ კორუფციისგან გათავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპაში მე-12 ადგილი დაიკავა. აქაც, საგრძნობლად გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყანას. ჩვენი შეფასება ერთნახევარჯერ მაღალია ვიდრე ცხრა ევროპული ქვეყნის, მათ შორის, ესპანეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის, სამხრეთ კორეის და ასევე ორჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის და საბერძნეთის მაჩვენებელი. ამ შედეგებით საქართველო გაუთანაბრდა ისეთ წამყვან ქვეყნებს, როგორიც არის ამერიკა, იაპონია,  საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ. უნდა აღინიშნოს შედარებისთვის ისიც, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება სამჯერ აღემატება 2011-2012 წლების დონეს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

კომენტარები