მთავრობა

მთავრობა: 2030-ისთვის ყველას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე

"2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე". – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმაში წერია.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში.

"სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა-რეაბილიტაცია-აღდგენა, ასევე, ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების  განვითარებაზე  და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს, იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი". – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები