ვაქცინაცია

1-ლი ოქტომბრიდან სომხეთში დასაქმებულებისთვის სავალდებულოა აცრა, ან თვეში 2-ჯერ ტესტი

1-ლი ოქტომბრიდან, თუ სომხეთში მოქალაქე არ არის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, მას მოუწევს 14 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება და დამსაქმებლისთვის წარდგენა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"თუ მარტში სომხეთის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ი იყო აცრისთვის მზად, ახალმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 40%-ი მზადაა აცრისთვის. ეს კარგი მაჩვენებელია. ჩვენ სხვა ხერხებიც უნდა გამოვიყენოთ ვაქცინაციის წამახალისებლად, რაც შეიძლება მალე. 

1-ლი ოქტომბრიდან დამსაქმებელმა თანამშრომელს თვეში 2-ჯერ ტესტირება უნდა მოსთხოვოს, ეს ყველა სახის ბიზნესს ეხება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ ორსულებს და იმ პაციენტებს, რომლებსაც ვაქცინაზე უკუჩვენება ჰქონდათ. საწყისად 1-ლი ოქტომბერი ავიღეთ, მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

19 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 4,4%-ი არის სრულად აცრილი, ხოლო 8%-ი ერთი დოზით.

კომენტარები