არჩევნები 2021

დმანისში აქტივისტების დაჭრის საქმეზე ოცნების კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების დაჭრის საქმეზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილს, დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები